შაბათს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის აკადემიური პროგრამის ფარგლებში, მოდელირებული პრესკონფერენცია, დემურ გიორხელიძესთან გაიმართა.
სტუდენტებმა მოწვეულ რესპონდენტს, რომელმაც თემაზე თემა „პიროვნება, სახელმწიფო, თვისუფლება, უფლება და მოვალეობა“ ისაუბრა წინასწარ მომზადებული შეკითხვები დაუსვეს. პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ კი, მოდულის ხელმძღვანელმა სულხან მელაძემ სტუდენტებთან ერთად, პრესკონფერენციის წარმართვის სუსტი და ძლიერი მხარეები განიხილა. შეხვედრა უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.