„კარიერის ცენტრმა“ პირველ სტუმარს უმასპინძლა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„კარიერის ცენტრმა“ პირველ სტუმარს უმასპინძლა

\"კარიერის ცენტრმა\", სპეციალურად ცენტრში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის, პირველ სტუმრად \"ჰიპ ჯორჯიას\" ფინანსური დირექტორი, წარმატებული ფინანსისტი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დოქტორანტი მალხაზ ბაქრაძე მოიწვია.

 

შეხვედრა ტრადიციულად საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც ცენტრში რეგისტრირებული სტუდენტების გარდა, დაინტერესებული სტუდენტებიც ესწრებოდნენ. მიზანი, ცენტრის მიზნიდან გამომდინარე სტუდენტების წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრა, მათი გამოცდილების გაზიარება და პერსპექტივაში ამა თუ იმ კომპანიაში სტაჟირება და დასაქმება იყო.

 

შეხვედრა ორმხრივად საინტერესოდ წარიმართა, წინასწარ დაგეგმილი ერთ საათიანი შეხვერა, ორ საათს გაგრძელდა და დასასრულს, სტუდენტებისგან სტუმარმა აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. პროფესიული რჩევების გარდა, მალხაზ ბაქრაძემ სტუდენტებთან ერთად, თანამედროვე ბიზნეს გარემოზე იმსჯელა, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის მიზეზებიც განიხილა და რამდენიმე სანტერესო ცხოვრებისეული რჩევაც მისცა. ეს არ იყო, შეხვედრა უბრალოდ წარმატებულ ადამიანთან, რომელსაც უნდა შენატრო, მისი მატერიალური კეთილდღეობის გამო, ეს იყო ადამიანის გაცნობა, რომელმაც მიგვახვედრა, რომ წარმატების მიღწევა მონდომების შემთხვევაში ყველას თანაბრად შეუძლია ასე შეაფასეს სტუდენტებმა შეხვედრა. მალხაზ ბაქრაძემ სტუდენტები „ჰიპ ჯორჯიას“ საამქოში ექსკურსიაზე დაპატიჟა.

 

„კარიერის ცენტრი“ აგრძელებს წარმატებული და საინტერესო ადამიანების მოწვევას.