შეხვედრა - მდგრადი განვითარების ფონდის პრეზიდენტთან-მარიამ ცაცანაშვილთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა - მდგრადი განვითარების ფონდის პრეზიდენტთან-მარიამ ცაცანაშვილთან

შაბათს, 14:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის აკადემიური პროგრამის ფარგლებში, მოდელირებული პრესკონფერენცია იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ, მდგრადი განვითარების ფონდის პრეზიდენტთან მარიამ ცაცანაშვილთან გაიმართა.


სტუდენტებმა მოწვეულ რესპონდენტს, რომელმაც თემაზე \"არჩევანის უფლება, თავისუფალი არჩევანი, არჩევანის ისტორია საქართველოში\" ისაუბრა წინასწარ მომზადებული შეკითხვები დაუსვეს. პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ კი, მოდულის ხელმძღვანელმა სულხან მელაძემ სტუდენტებთან ერთად, პრესკონფერენციის წარმართვის სუსტი და ძლიერი მხარეები განიხილა. შეხვედრა უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.