ვაჟაფშაველას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ამიერკავკასიის ახალგაზრდა პოეტთა კონკურში - ნომინაციაში \"საუკეთესო პატრიოტული ლირიკა\" გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და მართვის სკოლის მესამე დონის სტუდენტმა ზაზა სუყაშვილმა, ფსევდონიმით(ჰერელი) გაიმარჯვა.
კონკურსი 9 დეკემბერს მოსწავლეახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა, აზერბაიჯანელმა და სომეხმა პოეტებმა.
ზაზა სუყაშვილი ჟიურის მიერ ერთხმად აღიარებულ იქნა 2011 წლის ქართული პოეზიის აღმოჩენად და საპატიო სიგელთან ერთად გადაეცა ვაჟაფშაველას სახელობის ფულადი პრემია.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი გულწრფელად ულოცავს ზაზას წარმატებას.
ახალგაზრდა პოეტის შესახებ ვიდეო მასალა და სტატია იხილეთ აქ.