შაბათს, 14:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის აკადემიური პროგრამის ფარგლებში, მოდელირებული პრესკონფერენცია რეჟოსორ მერაბ კოკოჩაშვილთან გაიმართა.
სტუდენტებმა მოწვეულ რესპონდენტს წინასწარ მომზადებული შეკითხვები დაუსვეს. პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ კი, მოდულის ხელმძღვანელმა სულხან მელაძემ სტუდენტებთან ერთად, პრესკონფერენციის წარმართვის სუსტი და ძლიერი მხარეები განიხილა. შეხვედრა უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.