განათლების გამოფენა 2012

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


განათლების გამოფენა 2012

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, განათლების გამოფენაზე სერთიფიკატით „საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის\" ნომინაციაში  დაჯილდოვდა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და საგამოფენო ცენტრ  \"Expo Georgia``-ს  ორგანიზებით, განათლების გამოფენა წელსას გაიმართა. შარშანდელი წლისგან განსხვავებით, 2012 წლის განათლების გამოფენა ბევრად მასშტაბური და წარმომადგენლობითი იყო. ევროპიდან 40 უნივერსიტეტი მონაწილეობდა, ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებები კი რაიონული მასშტაბებით, თითქმის სრულად იყო წარმოდგენილი.

 

ნომინირება გამოფენის ფარგლებში ჩატარებული ანონიმური გამოკითხვის საუძველზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ 3 სხვადასხვა ნომინაციაში: ყველაზე ხმაურიანი უნივერსიტეტი, საუკეთესო სტენდი და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაცია , მხოლოდ 6 უნივერსიტეტი დაჯილდოვდა და განათლების გამოფენის დანიშნულებიდან და მიზნიდან გამომდინარე, ყველაზე საპატიო ნომინაცია გრიგოლ რობაქიძის უნივერტსიტეტმა აიღო.