იტვირთება...
ნინო საჩალელისა და ვახტანგ ჭარაიას სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნინო საჩალელისა და ვახტანგ ჭარაიას სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა


საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში - Baltica Journal (Scopus), გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის - ნინო საჩალელისა და პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ერთობლივი სამეცნიერო სტატია: "SUSTAINABLE DEVELOPMENT OF AGRITOURISM AND WINE TOURISM: BUSINESS MODELS AND LEGISLATIVE IMPACTS ".

 

სტატია ეხება აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის მდგრად განვითარებას, გაანალიზებულია ამ სექტორის სამართლებრივი ჩარჩო, ბიზნესმოდელები და ეკონომიკური გავლენა. კვლევაში განხილულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მოცემულია შედარებითი ანალიზი საქართველოს თანამედროვე საკანონმდებლო გარემოსთან.

 

ნაშრომი აფასებს აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის როლს რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებაში, ადგილობრივი დასაქმების ზრდასა და მდგრადი ტურიზმის განვითარებაში. კვლევის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკასა და საქართველოში მისი დანერგვის შესაძლებლობებს.

 

სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://doi.org/10.82044/SIYVW

 

სტატიის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ტურიზმის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: დუკა ფუთურიძე, მარიამ გაგაძე, მარიამ თოდუა.