იტვირთება...
ELS სპეციალისტის კონსულტაციები პარტნიორ სკოლებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ELS სპეციალისტის კონსულტაციები პარტნიორ სკოლებთან


საქართველოში ამერიკის საელჩოს პროგრამის: „English Language Specialist“, ფარგლებში მოწვეულმა სპეციალისტმა, ჯოშუა მაკლევერმა, გრუნის პარტნიორ სკოლებში: თბილისის №142 საჯარო სკოლა, კერძო სკოლა-გიმნაზია „აია ჯესი“, ქუთაისის №2 საჯარო სკოლა, ჩაატარა ინდივიდუალური კონსულტაციების სერია სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თაობაზე.

 

კონსულტაციებს ესწრებოდენენ სკოლების მასწავლებლები, ადმინისტრატორები, მოსწავლეები. განიხილეს ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომლებსაც ეს პლატფორმა სთავაზობს საგანმანათლებლო სფეროს; მიიღეს პრაქტიკული რჩევები ხელოვნური ინტელექტისათვის ინსტრუქციის სწორად მიწოდებისა და მედიატირებული სახელმძღვანელოების შექმნის შესახებ. ისაუბრეს ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების კოგნიტიური რისკებისა და კოლაბორაციული გადაწყვეტილებების შესახებ.

 

აღნიშნული სესიები კიდევ ერთხელ ადასტურებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერებასა და განვითარებაში გრუნის მხარდაჭერას.