სემინარი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სემინარი

2012 წლის 12 მარტს პროექტ \"სტუდენტური სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად\" ფარგლებში, ერთდღიანი სემინარი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

 

კვლევის ექსპერტმებმა, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებს სემინარზე სოციალური საწარმოს კონცეფცია, უცხოეთში და საქართველოში ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება და ასევე, წარმატებული საწარმოების პრაქტიკული მაგალითები გააცნეს.

 

პროექტის მიზანი - ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში ჩართვა იყო.

 

პროექტში მონაწილეობს თბილისის 4 უნივერსიტეტი: \"გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი\",

 

\"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი\", \"კავკასიის უნივერსიტეტი\", და \"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\".

 

პროექტს ახორციელებს: \"ბრიტანეთის საბჭო\", \"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი\" და \"საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი\".

 

პროექტის ფარგლებში, სამომავლოდ კვლავ იგეგმება მორიგი სემინარის ორგანიზება.