ბიზნესისა და მართვის სკოლის IV დონის ბაკალავრებმა პრაქტიკა, ბავშთა კვების დამამზადებელ, მსოფლიოში ცნობილ კონცერნ „Hipp“-ში გაიარეს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბიზნესისა და მართვის სკოლის IV დონის ბაკალავრებმა პრაქტიკა, ბავშთა კვების დამამზადებელ, მსოფლიოში ცნობილ კონცერნ „Hipp“-ში გაიარეს.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და კონცერნ “Hipp“-ს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზ ბიზნესისა და მართვის სკოლის IV დონის ბაკალავრებმა სასწავლო პრაქტიკა მსოფლიოში ცნობილ ბავშთა კვების დამამზადებელ კონცერნში გაიარეს. პრაქტიკის ფარგლებში, სტუდენტებითვის ხელმისაწვდომი იყო, როგორც თბილისში მდებარე კონცერნის სათაო ოფისში, ასევე აგარაში მდებარე საწარმოში პრაქტიკის განხორციელება. პრაქტიკის პროცესში, სტუდენტებმა პროფესიული მომზადების თვალსაზრისით, მაღალი შეფასება დაიმსახურეს, რის გამოც კონცერნის ფინანსურმა დირექტორმა ბიზნესისა და მართვის სკოლის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.