პარასკევს 20 აპრილს, აიესაი - ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლამ ჩაატარა პიროვნული განვითარების სემინარი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. სემინარში მონაწილეობა მიიღო ოცდასამმა სტუდენტმა, რომლებთაც ექნებათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა აიესაის ერთთვიან სემინარში და ეძლევათ შესაძლებლობა წავიდნენ საზღვარგარეთ სტაჟირებაზე მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ან საქართველოშივე მოიპოვონ დასაქმების პერსპექტივა. აგრეთვე მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, რომ დაესწრონ აიესაის კონფერენციას რომელიც ჩატარდება 19 მაისს.
აიესაი დამატებით სემინარს მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ატარებს 27 აპრილს 18:00 საათზე 406-ე აუდიტორიაში
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდი: http://seminar.isie.ge
ეს არის წარმატებული დასაწყისი პერსპექტიული ურთიერთობისა აიესაის და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის, რომლის საშუალებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ არაფორმალური განათლება და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, რაც შემდგომ ეხმარება საკუთარი პოტენციალით, ცოდნითა და გამოცდილებით მომავალი მიზნების ეფექტურად განხორციელებაში.