ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის ღია ლექცია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის ღია ლექცია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში

საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, თურქეთისა და ესტონეთის ელჩებთან - თომას ლუკთან და ლევენთ მურათ ბურჰანთან ერთად, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუდენტებთან შესახვედრად ეწვია.

 

ვიცე-პრემიერის ვიზიტი, ნატოს საინფრომაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. ლექციის თემა: ალიანსის თანამედროვე გამოწვევები და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის არსებული ინსტრუმენტები იყო.

 

საქართვლოს ვიცე-პრემიერსა და ელჩებთან შეხვედრას, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ლექცია საინტერესოდ წარიმართა და სტუმრების მიმართვის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

ნატოს საინფორმაციო კუთხე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში უკვე ორი წელია არსებობს და სტუდენტებისთვის ნატოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს .