გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, გერმანელმა იურისტ-მეცნიერმა დიტერ უმბახმა თბილისის გერმანულენოვანი 20-ე და 52-ე საჯარო სკოლების სამართალმცოდნეობით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.
შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ლექციის თემა გერმანიაში იურიდიული განათლების მიღების პერსპექტივები იყო.
შეხვედრას მოსწავლეებთან ერთად, სამართლის სკოლის წარმომადგენლები: დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი პაატა ტურავა და სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი დევი ხვედელიანი ესწრებოდნენ.
შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს საჩუქრად უნივერსიტეტის საინფორმაციო ბროშურების ნაკრები გადასცა.