გასვლითი ლექცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი ლექცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტები გაეცნენ კავკასიის 14-ე საერთაშორისო ტურისტული ბაზრობისა და კავკასიის საქმიანი ტურიზმის პირველი საერთაშორისო გამოფენის მუშაობას. გასვლით ლექციაზე მათ დაათვალიერეს ტურისტულ გამოფენაზე წარმოდგენილი ტურისტული კომპანიების, სასტუმროებისა და სხვა მონაწილეთა სტენდები, გაესაუბრნენ მათ წარმომადგენლებს და მიიღეს ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ.

 

გასვლით ლექციას ხელმძღვანელობდნენ ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე და ასოცირებული პროფესორი თამარ ქობლიანიძე, ასევე „ალმა თრეველის“ ხელმძღვანელი გიორგი თარხნიშვილი.