შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ხელმძღვანელთან, დოქტორ ელიზაბეტ ფენორთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ხელმძღვანელთან, დოქტორ ელიზაბეტ ფენორთან

2012 წლის 11 ივნისს, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში  სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის გაიმართა შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ხელმძღვანელთან დოქტორ ელიზაბეტ ფენორთან, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ორგანიზაციის ამოცანები და მიაწოდა პრაქტიკული ინფორმაცია გერმანიაში სტიპენდიების მოპოვების, სამეცნიერო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ.

 

შეხვედრის ორგანიზატორი ახლად დაფუძნებული ცენტრი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დანაშაულის პრევენციისა და შედარებითი კრიმინოლოგიის კავკასიური კვლევითი ცენტრი იყო.

 

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მხრიდან დაისვა კითხვები, რამაც შეხვედრა ინტერაქტიული და დინამიური გახადა.