გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე აკადემიური წლის სტუდენტების მონაწილეობით უნივერსიტეტში, პროფესორ მეგი მანდარიას ხელმძღვანელობით, ინგლისურენოვანი იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესი ეხებოდა ქურდობის შედეგად დანაშაულის ჩადენას. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების გარდა, იმიტირებულ პროცესს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დავით სულაქველიძე ესწრებოდა. პროცესი საინტერესოდ წარიმართა. სტუდენტებმა გამოავლინეს, როგორც პროფესიული ,ასევე უცხო ენების ცოდნა. სამომავლოდ დაიგეგმა სხვა იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვა.