გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტი პირველკურსელებს, გასაცნობ შეხვედრაზე ერთი დღით ადრე 16 სექტემებრს 12:00 საათზე შეხვდა.
პირველკურსელების მიღების ფარგლებში დაგეგმილი იყო შეხვედრები უნივერსიტეტის რექტორთან და ადმინისტრაციასთან.
როგორც ცნობილია, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ექსკლუზიური პროექტია „გრანტს+გრანტი“, რომლის ფარგლებშიც სტუდენტს სახელმწიფო 100% -იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში უნივერსიტეტი იმავე ოდენობის საუნივერსიტეტო გრანტს ანიჭებს, ანუ ასწავლის უფასოდ.
პირველკურსელთა მიღების ერთ-ერთი ნაწილი სწორედ სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტთა საზეიმოდ გამოცხადება და მათი სწავლის გადასახადისგან განთავისუფლება იყო.
ასევე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ყველა პირველკურსელს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში სკანირებული ქულით 2000-ს გადააჭარბა შეპირებისამებრ, გადასცა პორტატული კომპიუტერი.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს ყველა პირველკურსელს სტუდენტის სტატუსის მიპოვებასა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობას და ბედნიერი სტუდენტობის გატარებასთან ერთად პროფესიულ და კარიერულ წინსვლას უსურვებს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI