შეხვედრა კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრთან გურამ ოდიშარიასთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრთან გურამ ოდიშარიასთან

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, რომლებიც სულხან მელაძის ხელმძღვანელობით გადიან დისციპლინას - პრესკონფერენციის მოდელირება, შეხვდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ბატონ გურამ ოდიშარიას.

 

შეხვედრაზე ბატონმა მინისტრმა ისაუბრა თემაზე- სახელმწიფო პოლიტიკა კულტურის სფეროში.მოხსენების შემდგომ გაიმართა დისკუსია საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე. კერძოდ, სტუდენტებმა დასვევს შეკითხვები ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ძეგლებისა და რიყეზე მიმდინარე მშენებლობების ირგვლივ არსებული პრობლემების შესახებ. ამასთანავე, ბატონმა ოდიშარიამ განსაკუთრებულად გამოყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მაღალი კვალიფიკაცია და დასაქმება.

 

დასასრულს, მინისტრმა უნივერსიტეტის გამორჩეულ სტუმართა სამახსოვრო წიგნში ავტოგრაფი დატოვა და აუდიტორიას საჩუქრად რომანი „სათვალიანი ბომბი“ გადასცა.