ერაზმუს მუნდუსის პროგრამის პროექტის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ერაზმუს მუნდუსის პროგრამის პროექტის

2012 წლის 14 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა Erasmus Mundus (ერაზმუს მუნდუსის) პროგრამის პროექტის „მეზობელი აღმოსავლეთ რეგიონების ინტეგრაცია უმაღლესი განათლების კოოპერაციით“ (EMINENCE) პრეზენტაცია.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ 1, 2 და 3 მიზნობრივი ჯგუფის აპლიკანტები. მათ ჩაუტარდათ დეტალური ინსტრუქტაჟი პროგრამაში გამოცხადებული წესებისა და მითითებების შესაბამისად. აგრეთვე, დაფინანსების საშუალებების თაობაზე.

 

პრეზენტაციაზე განსაკუთრებულდ გამახვილდა ყურადღება საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენების (იძულებით გადაადგილებული პირები) პროგრამაში ჩართვასა და მონაწილეობის მიღებასთნ დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში, განახორციელონ საერთაშორისო მობილობა, ანუ ისწავლონ ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, დააგროვონ კრედიტები და შეიძინონ ახალი გამოცდილება.

 

ბენეფიციარი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტედების გარდა, პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი. აგრეთვე, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

 

პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ზურაბიშვილი, რომელმაც მხარი დაუჭირა პროექტის განხორციელებას.

 

საგრანტო კონკურსი დაიწყება 2012 წლის 15 ნოემბრიდან და გაგრძელდება 45 დღის მანძილზე. აღნიშნული პრეზენტაცია გაშუქდა საინფორმაციო სააგენტოს ,,ინტერ-პრესნიუსი“ მიერ (http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/220685-robaqidzis-universitetshi-qerasmus-mundusq-is-programis-prezentacia-gaimartha.html).

 

ინფორმაცია ასევე რეგულარულად ქვეყნდება ვებ გვერდზე: www.gruni.edu.ge