შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, სულხან მელაძის დისციპლინის - პრესკონფერენციის მოდელირების ფარგლებში 1 დეკემბერს 15:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს შეხვდნენ. თემა, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა „საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტი“ იყო. შეხვედრა საინტერესოდ, დებატების რეჟიმში წარიმართა. დაისვა არაერთი საინტერესო შეკითხვა ბიუჯეტის და ზოგადად პრიორიტეტების შესახებ. შეხვედრაზე მინისტრმა უნივერსიტეტისადმი კეთილგანწყობიდან გამომდინარე საჯარო პირობა დადო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების სტაჟირებისა და შემდგომ მათგან საუკეთესეობის დასაქმების შესახებ.