რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას ვიზიტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას ვიზიტი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, სულხან მელაძის დისციპლინის - პრესკონფერენციის მოდელირების ფარგლებში 28 დეკემბერს, საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას შეხვდნენ. თემა, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტები“ იყო. შეხვედრა საინტერესოდ, დებატების რეჟიმში წარიმართა. დაისვა არაერთი შეკითხვა საქართველოში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით. შეხვედრას ადმინისტრაციასთან ერთად, ჟურნალისტიკის სპეციალობის და ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტებიც ესწრებოდნენ.