სამართლის, ახლად შექმნილი საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის და პროფესიული პროგრამის საყოველთაო პრეზენტაცია, საქართველოს სახელმწიფო მოხელეების, თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორების და წარმატებული უფროსკლასელების მონაწილეობით სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“ გაიმართა.
საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაციას, სამართლის დოქტორები, პროფესორები: პაატა ტურავა, გია დეკანოზიშვილი და დევი ხვედელიანი წარმოადგენენ.
საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაციის შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და პოლიციის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარება და მომავალი სპეციალისტების პროფესიული კარიერის მომზადების უზრუნველყოფა.