სტუდენტური თვითმმართველობის განვითარების კომისიის ვიზიტი გერმანიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური თვითმმართველობის განვითარების კომისიის ვიზიტი გერმანიაში

27 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, სტუდენტური თვითმმართველობის განვითარების კომისიის წევრებით დაკომპლექტებული 10 კაციანი დელეგაცია გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. კომისია შედგება საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობებისა და სტუდენტური ორგანიზაციების 57 წევრისგან, ისინი 5 სამუშაო ჯგუფში არიან განაწილებულნი. სტუდენტებმა კენჭისყრის შედეგად თითოეული ჯგუფებიდან თავად შეარჩიეს 2 წვერი სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად.

 

ვიზიტი მიზნად ისახავდა სტუდენტური თვითმმართველობების საქმიანობის სფეროში დასავლური გამოცდილების გაზიარებას. დელეგაციას ზაარლანდის უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ (ASTA) უმასპინძლა. სტუდენტები გაეცნენ ზაარლანდის უნივერსიტეტის თვითმმართველობის დებულებასა და მუშაობის მთავარ პრინციპებს, კერძოდ: სტრუქტურის, დაფინანსების, სტუდენტებთან და ადმინისტრაციასთან ურთიერთობის მიმართულებებს. ასევე გაიმართა შეხვედრები ზაარლანდის უნივერსიტეტის რექტორთან, საუნივერსიტეტო სტუდენტურ პარტიებთან, საარბრუკენის მერთან, პარლამენტის წევრებთან და ზაარლანდის რეგიონალურ ხელმძღვანელობასთან. სტუდენტური დელეგაციის წევრებმა გერმანელ კოლეგებთან ერთად თვითმმართველობების სფეროში დასავლური სტანდარტების დამკვიდრების ზოგადი გეგმა და რეკომენდაციები შეიმუშავეს.

 

Saarbrucker Zeitung

 

სტუდენტური თვითმმართველობის განვითარების კომისიის სასწავლო ვიზიტი