გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი წელსაც ტრადიციულად მონაწილეობდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ განათლების საერთაშორისო გამოფენაში. უნივერსიტეტმა დამთვლიერებელს წარმოუდგინა საბაკალავრო პროგრამები, გამოცემები და აკადემიური პერსონალის მიერ დაწერილი სახელმძღვანელოები, რაც ვიზიტორებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. უნივერსიტეტს საკუთარ სტენდზე განთავსებული ჰქონდა კრიმინალისტიკის ლაბორატორიის მცირე ნაწილი, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ გარკვეული კრიმინალისტური მანიპულაციების ჩატარების. გასული წლისგან განსხვავებით, გამოფენაზე უფრო მეტი უცხოური უნივერსიტეტი მონაწილეობდა.