ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორები სტუმრად გადაცემაში „იმედის დილა“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორები სტუმრად გადაცემაში „იმედის დილა“

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა კაჭარავა, ბეჭვდითი მედიის სახელოსნოს ხელმძღვანელი, ქართული ემიგრაციის, ისტორიის და გეოგრაფიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი პაატა ნაცვლიშვილი და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის  სპეციალობის სტუდენტი თათა ღვედაშვილი „იმედის დილის“ სტუმრები იყვნენ.  

 

პროფესორებმა ისაუბრეს უნივერსიტეტის 20 წლიან გამოცდილებაზე, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის მახასიათებლებსა და უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებზე.

 

სტუდიაში წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის და მისი აკადემიური პერსონალის გამოცემები, სახელმძღვანელოები, რომელიც საუბრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენდა.