2013 წლის მარტს, დასრულდა ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMINENCE პროექტის შესარჩევი კონკურსი, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ექვსმა სტუდენტმა გამარჯვა და მოიპოვა 100 %-იანი დაფინანსება.
გამარჯვებული სტუდენტები 2013 წლის სექტემბრიდან სწავლას განაგრძობენ ევროპის სამ წამყვან უნივერსიტეტში. კერძოდ, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი (პოლონეთი), პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია), მალმოს უნივერსიეტი (შვედეთი).
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები:
- ხატია ჩხლაძე - ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
- შორენა ბაიაშვილი - ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
- ლიკა კვარაცხელია - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
- ნინო კეკელია - სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი
- მარიამ მინდიაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი
- ნინო ჯერენაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადმინსიტრაცია გამარჯვებულ სტუდენტებს ულოცავს და უსურვებს მათ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.