საჯარო ლექცია თემაზე“ ლოჯისტიკური საქმიანობის მენეჯმენტი Deutsche Post-ის მაგალითზე“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია თემაზე“ ლოჯისტიკური საქმიანობის მენეჯმენტი Deutsche Post-ის მაგალითზე“

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექცია თემაზე“ ლოჯისტიკური საქმიანობის მენეჯმენტი Deutsche Post-ის მაგალითზე“ Deutsche Post-ის ექსპერტმა და Universal Postal union-ის მრჩეველმა მარტინ ჰუბერმა წაიკითხა.

 

მარტინ ჰუბერი დიდი გამოცდილების და მსოფლიო მასშტაბის სპეციალისტია. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს Universal Postal Union-ის ფარგლებში, მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა სუდანსა და ეთიოპიაში, გერმანიაში, ჩინეთში, ფილიპინებში, ნიგერიაში, კენიასა და სამხრეთ აფრიკაში, ნიდერლანდებში, ბელგიას, საფრანგეთსა და იტალიაში, ბოსნია ჰერცოგოვინაში, გაერთიანებლ არაბულ ემირატებში და ლიბიაში.

 

მარტინ ჰუბერის მოწვევა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ბიზნესისა და მართვის სკოლის ფარგლებში დაიგეგმა. საჯარო ლექციაზე მოწვეულ სტუმართა შორის “DHL“, „თურქეთის ავიახაზების“, „საქართველოს ფოსტის“, „ტავ-ურბან საქართველოს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მთავარი სპეციალისტები იყვნენ.