გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა შვეიცარიის ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა შვეიცარიის ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა შვეიცარიის ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულების ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის წარჩინებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შვეიცარიაში სწავლების და ორმაგი აკადემიური ხარისხის და დიპლომის მიღების. აღნიშნულ ხელშეკრულებას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოეწერა ხელი. შვეიცარიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, პროფესორი პატრიკ ფანიელი შეხვდა ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებს და ესაუბრა შვეიცარიაში სწავლის პერსპექტივებზე. ხელმოწერას უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად, შვეიცარიის ელჩის მოადგილე საქართველოში ფლორიან გუბლერი ესწრებოდა.