საზაფხულო სკოლა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ძალადობისა და კონფლიქტების პრევენციის სამართლებრივი ასპექტები“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საზაფხულო სკოლა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ძალადობისა და კონფლიქტების პრევენციის სამართლებრივი ასპექტები“

20-24 მაისს მაქს-პლანკის საერთაშორისო და საზღვარგარეთის სისხლის სამართლის ინსტიტუტის (ფრაიბურგი), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და მედიაციისა და კონფლიქტების მოგვარების კავკასიის ცენტრის „კონსენსუსი“ ინიციატივითა და ორგანიზებით, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით “Courtyard Marriott”-ში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ძალადობისა და კონფლიქტების პრევენციის სამართლებრივი ასპექტები“.

 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, მაქს-პლანკის საერაშორისო და საზღვარგარეთის სისხლის სამართლის ინსტიტუტის სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანელი პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე, დირექტორი ჰანს იორგ ალბერხტი და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ხელმძღვანელი ელიზაბეტ ფენორი.

 

ქართველ კოლეგებთან ერთად ოთხი დღის განმავლობაში კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ გერმანიის, იაპონიის, ლიტვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და უზბეკეთის როგორც სამთავრობო, ასევე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

 

კონფერენციის ფარგლებში დელეგაციას უმასპინძლა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ბატონმა კონსტანტინე კუბლაშვილმა. შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა დამოუკიდებელი სასამართლოს პრობლემებზე. Gგარდა ამისა, Oოფიციალური მიღება გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.

 

23 მაისს კონფერენციამ მუშაობა განაგრძო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. კონფერენციაზე განხილულ იქნა პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობა და პატიმართა ყოფის პირობები, გაანალიზდა პენიტენციური სისტემის რეფორმა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, ეკონომიკური დანაშაულის პრევენციის სამართლებრივი ასპექტები და სხვ.

 

24 მაისს დელეგაციას უმასპინძლა მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრმა „მუზა“. ამით კონფერენციამ მუშაობა დაასრულა.