გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოტურიზმისა და კულტურული რესურსების მართვის სპეციალისტმა - ლია კალმახელიძემ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა.
დაცული ტერიტორიების უპირველესი დანიშნულება უნიკალური ბიომრავალფეროვნების, დამახასიათებელი ეკოსისტემების დაცვა-შენარჩუნებაა. ამჟამად საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობია 520 273 ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 7,46 %-ია. საქართველოში არსებობს IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით 68 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორია, მათ შორის: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 18 აღკვეთილი, 24 ბუნების ძეგლი, 2 დაცული ლანდშაფტი.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის დაიდება მემორანდუმი, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სტუდენტთა სტაჟირებასა და დასაქმებას.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI