შეხვედრა ეკა ბესელიასთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა ეკა ბესელიასთან

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეხვდა. საუბრის თემა „სამართლებრივი რეფორმები“ იყო.

 

შეხვედრას სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სამართლის სკოლის დეკანატი ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში 2 საათს გაგრძელდა. დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორმა სტუმარს კრიმინალისტიკის ლაბორატორია დაათვალიერებინა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული, ამავე უნივერიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მიერ თარგმნილი წიგნი ალექსის დე ტოკვილის „დემოკრატია ამერიკაში“ უსახსოვრა.