ბიზნესის და მართვის სკოლის საგრანტო პროექტში გამარჯვება!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბიზნესის და მართვის სკოლის საგრანტო პროექტში გამარჯვება!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლამ 2013 წელს მონაწილეობა მიიღო და ამჯერადაც გაიმარჯვა USAID-ის საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის (G-PAC) საგრანტო პროექტში, რომლის მიზანია „მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკური ეკონომიის“ სამაგისტრო სალექციო კურსის დამუშავება. სალექციო კურსის დამუშავებაში ჩართულია როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ექსპერტები. საგრანტო პროექტი დასრულდება 2013 წლის სექტემბერში, გამოიცემა პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სალექციო კურსი, რომელიც უფასოდ გადაეცა, როგორც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.