შეხვედრა ვახტანგ ხმალაძესთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა ვახტანგ ხმალაძესთან

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე შეხვდა.

 

შეხვედრის თემა „საკონსტიტუციო ცვლილებები“ იყო. შეხვედრას სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამართლის და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანატი ესწრებოდა.

 

შეხვედრა დებატების რეჟიმში 2 საათს გაგრძელდა. უნივერსიტეტის რექტორმა მოწვეულ სტუმარს საჩუქრად უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნები: ამერიკელი მამების „ფედერალისტური წერილები“ და ალექსის დე ტოკვილის „დემოკრატია ამერიკაში“ უსახსოვრა.