დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა საქართველოს ღია ჩემპიონატის მესამე ეტაპი ოფროუდში, სადაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლის პირველი დონის სტუდენტმა სოსო მამუკაშვილმა აიღო პირველი ადგილი. ის არის ასევე ამ ჩემპიონატის პირველი და მეორე ეტაპების გამარჯვებული. შესაბამისად, სოსო მამუკაშვილი არის საქართველოს ჩემპიონი პრომოდიფ კატეგორიაში.