2013 წლის 25 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ინგლისური სექციის სხდომა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: პროფ. ჰელმუტ შნაიდერი (კასელი/თბილისი) – ჟიურის თავმჯდომარე, პროფ. ტრევორ კარტლიჯი (ნოტინგემი/თბილისი), პროფ. მიხეილ გოგატიშვილი (თბილისი), ასოც. პროფ. ნინო ფიფია (თბილისი), ასისტ. პროფ. გიორგი თავაძე (თბილისი).
29 ივნისს გაიმართა კონფერენციის ქართული სექციის სხდომა. კონფერენცია გაგრძელდა მთელი დღის განმავლობაში (11.00 AM – 11.00 PM). ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: პროფ. ლალი ზაქარაძე (ბათუმი) – ჟიურის თავმჯდომარე, პროფ. დოდო ლაბუჩიძე (თბილისი), პროფ. მიხეილ გოგატიშვილი (თბილისი), პროფ. ნოდარ ბელქანია (თბილისი), ასოც. პროფ. მზია შელია (თბილისი), მეცნიერ-მკვლევარი ირაკლი კახიძე (თბილისი), ასისტ. პროფ. გიორგი თავაძე (თბილისი).
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
კონფერენცია წარმატებით ჩატარდა. გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდნენ ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოცემული პუბლიკაციებით (ალექსის დე ტოკვილის „დემოკრატია ამერიკაში“, „ფედერალისტური წერილები“, თომას პეინის „საღი აზრი“, „ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესსეები“, ბერნჰარდ ვალდენფელსის „გზები ფენომენოლოგიისა, პასუხს რომ იძლევა“, უდო რაინჰოლდ იეკის „განაზრებანი ქართული ფილოსოფიის შესახებ“, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის კრებული „აღმოსავლეთი და დასავლეთი“, ჰელმუტ შნაიდერის „ძენ–ბუდიზმის ესთეტიკა“).
კონფერენციის პროგრამა და ნომინაციები იხილეთ აქ