საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის სამინისტრომ ფრანგული ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის რაინდის ორდენით (Chevalier de L’ordre des Arts et des Lettres) დააჯილდოვა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ფილოსოფიური და სოციოლოგიური აზრის თარგმანის განყოფილების გამგე, პროფ. დოდო ლაბუჩიძე.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები გულითადად ულოცავენ პროფ. დოდო ლაბუჩიძეს ამ დიდ საერთაშორისო აღიარებას და უსურვებენ შემოქმედებით წარმატებებს.