„ტურიზმის, რეგიონული განვითარების და ინფორმატიკის ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა, პროფესორმა და ტურიზმის ექსპერტმა კობა არაბულმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია. ლექცია ეხებოდა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს. ხარისხის უზრუნველყოფაში მოიაზრება მიზნობრივი პროექტი: კრაკოვის (პოლონეთი) სუხა ბესკიძკას ტურიზმისა და რეკრეაციის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და პოლონეთში სწავლის გაგრძელებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისგან იყო დაინტერესება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.