პირველი საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პირველი საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი

2013 წლის 25-29 ივნისს, გრიგოლეთში სასტუმრო „ანდამატში“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და უჟგოროდის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (უკრაინა) ორგანიზებით პირველი საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი გაიმართა.

 

სტომატოლოგიურ კონგრესში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის, ეგვიპტისა და აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კლინიკების წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები. კონგრესი 5 დღის განმავლობაში მუშაობდა. კონგრესის ფარგლებში, მონაწილეთათვის გაიმართა მასტერკლასები, რომელიც ქართველმა და უცხოელმა პროფესორებმა ჩაატარეს.

 

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სასტუმრო „ანდამატის“ ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის. დასასრულს გადაწყდა, რომ საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, რომელსაც შემოუერთდებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.

 

თეზისები იხილეთ აქ.