ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMINENCE პროექტში გამარჯვებული სტუდენტები 2013 წლის აგვისტო-სექტემბრიდან სწავლას განაგრძობენ ევროპის სამ წამყვან უნივერსიტეტში 10 თვის განმავლობაში. კერძოდ, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი (პოლონეთი), პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია), მალმოს უნივერსიეტი (შვედეთი).
ეს სტუდენტები არიან:
- ხატია ჩიხლაძე - ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
- შორენა ბაიაშვილი - ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
- ლიკა კვარაცხელია - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
- ნინო კეკელია - სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი
- მარიამ მინდიაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი
- ნინო ჯერენაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი
სტუდენტების სწავლა, მგზავრობა და ცხოვრება დაფინანსებულია პროექტის მიერ.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადმინსიტრაცია გამარჯვებულ სტუდენტებს ულოცავს და უსურვებს წარმატებებს მათ და მომდევნო ნაკადის სტუდენტებს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI