ტური ხევსურეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტური ხევსურეთში

ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის დაფინანსებით მოეწყო გასვლითი სასწავლო ტური ფშავ-ხევსურეთში. პროექტში მონაწილეობდნენ ტურიზმის სპეციალობის მეორე დონის სტუდენტები. პროექტი განხორციელდა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის საგანმანათლებლო პოლიტიკისა და სასწავლო პროგრამის მიხედვით. სტუდენტებმა მოახდინეს თეორიული სასწავლო მასალის პრაქტიკული ანალიზი, გაეცნენ საქართველოს მთიანი რეგიონის ბუნებას, მის რესურსებს, რაც ხელს შეუწყობს მათ მომავალ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. სტუდენტებმა მოინახულეს ფშავში არაგვის სათავგადასავლო ცენტრი, ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, კორშაში ეთნოგრაფიული მუზეუმი, გუდანი, ლებაისკარის ციხე, კისტანი, შატილი და მუცოს ციხე.