დებატებში „საუკეთესო უნივერსტეტის წარდგენა“, სამართლის სკოლის სტუდენტმა, თამარ საძაგლიშვილმა გაიმარჯვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დებატებში „საუკეთესო უნივერსტეტის წარდგენა“, სამართლის სკოლის სტუდენტმა, თამარ საძაგლიშვილმა გაიმარჯვა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტმა თამარ საძაგლიშვილმა, დებატებში “საუკეთესო უნივერსიტეტის წარდგენა“ გამარჯვება მოიპოვა.

 

პროექტი “დებატები ცვლილებებისთვის“ ორგანიზებული იყო საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ, რომელშიც მონაწილეობდა ხუთი უმაღლესი სასწავლებელი. შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ საერთაშორისო მწვრთნელები: თინათინ ცერცვაძე, სოფო ვეფხვაძე, ვიაჩესლავ რუდინსკი (უკრაიანა). გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტის, თამარ საძაგლიშვილის დებატებში გამარჯვება, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დირექტორმა, თინათინ ცერცვაძემ, უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს წერილით მიულოცა.

 

იხილეთ აქ.