გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის სასწავლო კურსის, “მოდელირებული პრესკონფერენცია“, ფარგლებში შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილთან გაიმართა. მოდელირებულ პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ჟურნალისტიკის, ისე საჯარო მმართველობის და პოლიტიკის პროგრამის სტუდენტებმა. თემა, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა იყო „კონფლიქტის ზონა, ოკუპირებული ტერიტორიები, რეალობა და პერსპექტივები“. შეხვერდა საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა, მინისტრს საჩუქრად, უნივერსიტეტის მიერ გამოცემული „ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები“გადასცა.