გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კარიერის ცენტრის ინიციატივით, ბიზნესისა და მართვის სკოლის და ტურიზმის მიმართულების მე-3, მე-4 დონის სტუდენტებისათვის „პროკრედიტ ბანკი“-ს წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარეს „ახალგაზრდა ბანკირის“ პროგრამის პრეზენტაცია. პროგრამა მოიცავს 6 თვიან კურსს, რომლის დასრულების შემდეგ საუკეთესო კანდიდატებს „პროკრედიტ ბანკში“ დასაქმების რეალური შესაძლებლობა ეძლევათ. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ეტაპობრივად, უნივერსიტეტის ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტებს.
პროგრამაში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.
რეგიონებიდან ჩამოსულ კანდიდატებს ბანკი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.