სასწავლო ტური არმაზში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო ტური არმაზში

ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის მოეწყო გასვლითი სასწავლო ტური არმაზში. პროექტში მონაწილეობდნენ ტურიზმის სპეციალობის პირველი დონის სტუდენტები. პროექტი განხორციელდა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის საგანმანათლებლო პოლიტიკისა და სასწავლო პროგრამის ფარგლებში. სტუდენტებმა მოახდინეს თეორიული სასწავლო მასალის პრაქტიკული ანალიზი, შეისწავლეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს მათ მომავალ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. სტუდენტებმა მოინახულეს არმაზის ხევის არქეოლოგიური მუზეუმი, სამაროვანი აკალდამები, არმაზის ციხე და არმაზის ღვთისმშობლის სახელობის XII საუკუნის ეკლესია.