გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სასწავლო კურსის, “მოდელირებული პრესკონფერენცია“, ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან. შეხვედრას, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტების გარდა, საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებიც ესწრებოდნენ. თემა რომელზეც სტუმარმა ისაუბრა იყო „დღევანდელი პოლიტიკური რეალობა და პოლიტიკოსები. შეხვედრა საინტერესოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.