საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელეს პარტნიორული შეთანხმება, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხებოდა.
რამდენიმე შესარჩევი ეტაპისა და კონკურსის შედეგად შერჩეული ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი ლიკა წითელაური 2013 წლის 12 ოქტომბრიდან 6 კვირით გაემგზავრა პოლონეტის ქალაქ ვროცლავში სტაჟირების გასავლელად.
სტუდენტის პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, ხოლო საცხოვრებელს და კვებას უზრუნველყოგს აისეკი.