გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სასწავლო კურსის, “მოდელირებული პრესკონფერენცია“, ფარგლებში გაიმართა შეხვედრა დისაპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან კონსტანტინე სურგულაძესთან. შეხვედრას, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტების გარდა, საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებიც ესწრებოდნენ. თემა რომელზეც სტუმარმა ისაუბრა იყო „თანამემამულეები და პოლიტიკოსები“. შეხვედრა საინტერესოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.