გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პოეზიის საღამო ჩატარდა. საღამოს ორგანიზატორი იყო ამავე უნივერსიტეტთან არსებული შემოქმედთა კლუბი “შედევრი“, რომლის ხელმძღვანელია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტი ოთო გელაშვილი. საღამოს ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები, სტუდენტები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები - ახალგაზრდა პოეტები: ირაკლი ლაბაძე და თემო ადეიშვილი. საღამო გაიმართა სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით.