მონაწილეობა შვედეთის სახელმწიფო სააგენტოს საერთაშორისო პროგრამაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მონაწილეობა შვედეთის სახელმწიფო სააგენტოს საერთაშორისო პროგრამაში

ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი მურთაზ კვირკვაია მონაწილეობას მიიღებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში, რომელიც საქართველოში კერძო სექტორის განვითარების და ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებს ეხება.

 

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წარმოადგენს შვედეთის სახელმწიფო სააგენტოს, რომლის მიზანია ცხოვრების დონის გაუმჯობესება და სიღარიბის შემცირება.

 

კერძო სექტორის განვითარების საერთაშორისო პროგრამის ხანგრძლივობა არის ერთი წელი. პროგრამის პირველი ეტაპი ითვალისწინებს სამ კვირიან მივლინებას სტოკჰოლმში.

 

მურთაზ კვირკვაის საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის ორგანიზაციულ და ფინანსურ მხარეს უზრუნველყოფს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

 

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ მისამართზე: www.privatesectordevelopment.se