გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები (დვანი, ერგნეთი, დიცის სოფლები) მე-11 და მე-12 კლასელებისთვის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სოციალური დახმარების პროექტის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა გამართა აქცია.
ზემო ჩამოთვლილი სოფლებიდან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა 100-მდე მოსწავლეს უმასპინძლა. მოსწავლეებს გაეწიათ სტომატოლოგიური და ფსიქოლოგიური დახმარება, უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაცნობის შემდეგ, უფროსკლასელებს საშუალება ჰქონდათ ენახათ მოკლემეტრაჟიანი ფილმი ალმა მატერის შესახებ. ამ დღეს, უნივრსიტეტის ადმინისტრაციამ სპეციალურად საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის სპეციალური ფინანსური პაკეტი შეიმუშავა და შესთავაზა მათ, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლე, რომელიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პირველ პრიორიტეტად აირჩევს მათთვის სწავლის ღირებულება შემცირდება 15%-15% -ით, ანუ 30%-ით.
უნივერსიტეტში მიღების შემდეგ, მათთვის მოეწყო ექსკურსია თბილისში. საღამოს კი გაიმართა მეგობრული ტურნირი ფეხბურთში უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კონფლიქტის ზონიდან მოწვეულ მოსწავლეებს შორის, რომელსაც ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კანდელაკი და ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს უფროსი თეიმურაზ დუნდუა დაესწრო.